მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციის 7%-იანი მაჩვენებლის გამო ეროვნული ბანკის მმართველი უნდა გადადგეს"

5e1b1a087520e
ანუკა ჯოხაძე
12.01.20 19:20
1700
ინფლაციის 7%-იანი მაჩვენებლის გამო ეროვნული ბანკის მმართველი უნდა გადადგეს,- ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, ხშირად ჩვენს ქვეყაანში არსებულ პრობლემებს გარე ფაქტორების ზეგავლენით ვხსნით, თუმცა, როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ამ დროს შიდა პრობლემები მოგვარებული არ არის. პროფესორი ყურადღებას 2019 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

“ჩვენ ჩვენი პრობლემები ვერ მოვაგვარეთ, მაგალითად სიგარეტის აქციზის გადასახადი, რომლითაც ღარიბები უფრო იბეგრებიან, ვიდრე მდიდრები. იმიტომ, რომ სიგარეტის აქციზი აძვირებს სიგარეტს. მდიდარი ადამიანისთვის კი ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ბევრმა ღარიბმა ადამიანმა ეს იგრძნო, დააკლდა ფული. ამის გამო ჩვენი პოლიცია ახლა კონტრაბანდას ებრძვის და უამრავი ადამიანი გახდა კრიმინალი. აი, ამაზე ვხარჯავთ რესურსს და ღარიბ ადამიანს ვართმევთ ფულს. მერე კი ფინანსთა მინისტრს უხარია, რომ აქციზების ადმინისტრირება გაუმჯობესდა. ტრაგიკული ისტორიაა, არც კერძო საკუთრებაა დაცული საქართველოში, ვერ ვიტყვით, რომ ინვესტორი როცა ჩამოვა საქართველოში, ინვესტიციას იგივენაირად განახოციელებს, როგორც ევროპაში. ჩვენი ეროვნული ბანკი კი თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. 7%-იანი ინფლაცია ისეთი რამ არის, რომ ახლა უნდა გადადგეს ეროვნული ბანკის მმართველი, ასეთი რამ რომ დაუშვა“-აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა სანდრო რაქვიაშვილი.