მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება ეროვნული ბანკის პოლიტიკამ განაპირობა"

5e407168256c5
თათია ჩაფიჩაძე
10.02.20 10:15
1191
ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება ეროვნული ბანკის პოლიტიკამ განაპირობა - ამის შესახებ PMCG-ს კონსულტანტმა გიორგი პაპავამ განაცხადა. მისი შეფასებით, თუკი მომდევნო პერიოდში საგარეო და საშინაო შოკებს ადგილი არ ექნება და გაცვლითი კურსი არსებულ ნიშნულს შეინარჩუნებს, ფასების კლების ტენდნეცია გაგრძელდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ ნიშნულს, ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაციის ტემპმა დაიკლო, რაც დიდწილად განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით, რითაც მოხერხდა ის, რომ ინფლაცია იანვარში 7%-ს არ აცდა. თუ არ იქნება რაიმე საგარეო ან საშინაო შოკი და თუ გაცვლითი კურსი შენარჩუნდა იმ ნიშნულზე, რაც დღეს გვაქვს.

სავარაუდოდ, უნდა გვქონდეს დაღმავალი ტენდენცია და ინფლაციის ტემპმა მომავალ თვეებში კლება უნდა დაიწყოს. რაც ერთობლივი ეფექტია როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ბოლოს არ შერბილების და იმ საკმაოდ უხვი ინსტრუმენტების გამოყენების, რომელიც ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში ჰქონდა", - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას პაპავამ.