მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში, 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა დაიწყება, რომლის მიზანი საქართველოში ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის შექმნაა.
ევროდირექტივების შესრულების ფარგლებში, “საქართველოს რკინიგზა” სამ კომპანიად უნდა გაიყოს: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სამგზავრო და სატვირთო ოპერატორები.
საქართველოს განვითარების 2030 წლის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ძირითადი ფუნქციების სამართლებრივი დამოუკიდებლობა და განისაზღვრება მისი დაფინანსების წესები, შეიქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო და სარკინიგზო ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევის ბიურო.
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში რეფორმა ევროპული მოდელის მიხედვით უნდა გატარდეს,- მიიჩნევს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“. ცენტრის დირექტორის თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ხოლო ოპერაციებში კერძო სექტორი უნდა შემოიყვანოს.
„არსებობს ორი მოდელი - ამერიკული და ევროპული. ამერიკული მოდელი ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურის ასევე ოპერაციების განსახელმწიფოებას. ევროპული მოდელი ითვალისწინებს სხვა მიდგომას. ინფრასტრუქტურა მყარად რჩება სახელმწიფოს ხელში, ოპერაციები (სატვირთო გადაზიდვები, სამგზავრო გადაყვანები) კი შესაძლოა გადავიდეს კერძო კომპანიების ხელში. ჩვენთვის მისაღებია ევროპული მოდელი. საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა. ამ დერეფანში შესაძლოა გაჩნდეს ბევრი დამოუკიდებელი ოპერატორი, გადამზიდავი, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია თავისუფალი დაშვების პრინციპი და მეორე, ჩვენ გვყავს ისეთი მეზობელი, რომელიც თუ დაეუფლა ინფრასტრუქტურას, ეს გეოპოლიტიკურ რისკებს აჩენს. თუმცა ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობაში მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმა ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზად უნდა განხორციელდეს.
„ევროკავშირში ამ რეფორმამ ოთხი ფაზა გაიარა. ევროპაში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თავისუფალი დაშვების კომპონენტს 2012/34 დირექტივა ფარავს. ეს დირექტივა ითვალისწინებს სწორედ, ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას, რომელთა შემოსვლით ახალი მოძრავი შემადგენლობების, ელმავლების პარკის შემოყვანას. ეს პარკი იქნება ბევრად გაუმჯობესებული. ევროდირექტივები ასევე ითვალისწინებს შემოსული ოპერატორების ლიცენზირებას და სერტიფიცირებას, რაც მომსახურების ხარისხს გაზრდის, შედარებისთვის დღეს მოძრავი ელმავლების ნაწილი 60 წლის წინ გამოშვებულია“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
მისი თქმითვე, დღეს სატრანზიტო დერეფანში შუამავალი კომპანიების არსებობა დერეფანს აძვირებს და მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმა ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზად უნდა განვითარდეს, რათა პროცესზე დაკვირვება და ხარვეზების დროულად აღმოფხვრა შესაძლებელი იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი