18.სექტემბერი.2018 12:50
ეკონომიკა

"ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეკორდული თანხის ათვისებას ვგეგმავთ"

"ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეკორდული თანხის ათვისებას ვგეგმავთ"
"წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეკორდული თანხის ათვისებას ვგეგმავთ", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა. მისი თქმით, 1,8 მილიარდი ლარიდან ძირითადი ნაწილი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, როგორიც რიკოთის მაგისტრალი და ქვეშეთი-კობის გვირაბია. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის ხარჯვა წლის ბოლოს დაიწყება.

"ხარჯვით ნაწილში ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს, სამინისტროს ბიუჯეტი 1,8 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურაზე 1,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტების ძირითადი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებია, როგორიც არის რიკოთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის გვირაბი და მისასვლელი გზა. მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველ და მეორე კვარტალში მცირე ხარჯვაა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმება, რაც ხანგრძლივი პროცესია.

"ჩვენ დღესაც ჯერ კიდევ შესყიდვის პროცესში ვართ რიკოთის სამ მონაკვეთზე და ერთ მონაკვეთზე წლის ბოლომდე იქნება გამოცხადებული ტენდერი, რაც შეეხება ქვეშეთი-კობს, ეს არის დაყოფილი ორ მონაკვეთად: ერთი არის გვირაბი და მეორე მისასვლელი გზა, ორივეზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გვირაბის ნაწილზე ტენდერი უკვე გაიხსნა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სატენდერო განაცხადების შეფასება, შემდეგ საფინანსო საერთაშორისო ინსტიტუტებთან შეთანხმება და ა.შ.
ევროპის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იაპონიის და მსოფლიო ბანკი, არიან ამ პროექტების დამფინანსებელი სტრუქტურები და მთელი სატენდერო პროცედურები მათთან თანხმდება, ეს ხანგრძლივი პროცესებია. წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი ხელშეკრულებების გაფორმება და საავანსო თანხების გადახდა, თუმცა ტენდერების მიმდინარეობა და შეფასება გვიჩვენებს, რამდენად შედგა, თუ არა ეს ტენდერები", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: მაია ბიწაძე

19.ივნისი.2019 21:30
12

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:00
52

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:27
184

„პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება“, - ილია წულაია კახა კალაძის ინიცატივას აფასებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:00
199

„მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ფართი K2 კოეფიციენტში ანუ ძალაუნებურად ტყუვდება“

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:35
153

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
157

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად