მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინიციატივა რევოლუციურია" - ოდიშარია ახლადშექმნილი ოჯახებისთვის იპოთეკის სუბსიდირებაზე

60d5da17eaf94
ინგა მურუსიძე
25.06.21 17:32
2885
მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს, რომლის ბიუჯეტი 300 მლნ ლარზე მეტია ლარია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. “მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები”, - თქვა პრემიერმა.

უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პრემიერის ინიციატივას რევოლუციური  უწოდა და მეტი დეტალით დაინტერესდა:

„მინდა გკითხოთ რევოლუციურ ინიციატივაზე, რომელიც ეხება დემოგრაფიული გამოწვევების გადაწყვეტას და წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან - 300 მლნ-იანი თანადაფინანსება ახლადშექმნილი ოჯახებისთვის, რადგან დიდი დისბალანსია მიგრაციას და ემიგრაციას შორის, ქორწინებას და განქორწინებას შორის, დაბადებას და გარდაცვალებაას შორის. ეს ისტორიული ინიციატივაა და გთხოვთ, მეტი დეტალი გაგვაცნოთ, რა კრიტერიუმით მოხდება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ყველა დეპუტატები კითხვას დასვამს, პრემიერი პასუხების გაცემას დაიწყებს.