მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინოვაციები ტურიზმში" - 10 ნოემბერს ზუგდიდის ტექნოპარკში იდეათონი იმართება

5dc2d97a3128a
თელარა გელანტია
07.11.19 09:00
875
10 ნოემბერს ზუგდიდის ტექნოპარკში თემაზე - ინოვაციები ტურიზმში, იდეათონი გაიმართება. პროექტს „საერთაშორისო ბიზნეს სკოლა“ ახორციელებს.

იდეათონი თავისი კონცეფციით და მაშტაბით პირველად იმართება სამეგრელოში.

იდეათონი აერთიანებს ახალგაზრდებს 5 მუნიციპალიტეტიდან და 12-საათიანი მუშა პროცესის საფუძველზე 8-კაციანი გუნდები ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედვას მოცემულ მუნიციპალიტეტებში არსებულ კონკრეტულ სივრცეებთან (ზუგდიდი -ჭურია (კოლხეთის ეროვნული პარკი), ურთა; ხობი-პაპანწყვირის ტბა, ჯიხა; სენაკი-ნოქალაქევი (დედამოკას ხეობა), შხეფის ციხე; ჩხოროწყუ-შურუბუმუ; ზისნახეს მღვიმე; წალენჯიხა-სქური, ინწრას კანიონი) დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის, ასევე მათი განვითარება-პოპულარიზაციის გზებთან დაკავშირებით.

იდეათონის აქტიურ მუშა პროცესში მონაწილეობას  80 ახალგაზრდა მიიღებს.

ღონისძიებაში ჩართული იქნებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც ჯგუფებს გაუწევენ კონსულტაციებს მოთხოვნის შესაბამისად.

ღონისძიების პარტნიორია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).