01.აპრილი .2020 00:00

"ინსტაგრამის" CEO კომპანიას ავტოფარეხიდან მართავს

views 451
უკან

წლებია, რაც "ინსტაგრამი" მოგზაურობისა და თავგადასავლების სინონიმად იქცა. ის ადამიანებისთვის საკუთარი გამოცდილების, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის გაზიარების მთავარი პლატფორმაა, მაგრამ ახლა მსოფლიო პანდემიის პირობებში, თითქოს შინაარსი შეიცვალა, რადგან კამპანიამ #stayathome-მა მთელი მსოფლიო გააერთიანა და ადამიანები დარჩნენ სახლში, მათ შორის ინსტაგრამის CEO, ადამ მოსერი, რომელიც სან-ფრანცისკოში, საკუთარი ავტოფარეხიდან, დისტანციურად მუშაობს და მომხმარებლებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“ინსტაგრამმა პანდემიის პირობებში ორი ფუნქცია შეითავსა, პირველ რიგში ვეხმარებით ადამიანებს ჰეშთეგებისა და აზრთა გაზიარების, ერთმანეთის წაქეზების მეშვეობით, მოვუწოდოთ და დავარწმუნოთ, რომ დარჩნენ სახლში და ვზრუნავთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ხოლო მეორე ფუნქცია გულისხმობს, სახლში დარჩენილი ადამიანების გართობას, დროის საინტერესოდ გაყვანას. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს საინტერესო რჩევებს. ვიცინით, ვვარჯიშობთ და ვსაუბრობთ. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა, როგორც საჯარო პირები, ასევე მომღერლები, მწერლები, სპორტსმენები და ყველა ჩართულია პროცესებში და მოუწოდებს სამყაროს სახლში დარჩენისკენ” - აღნიშნა ადამ მოსერმა, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, "ინსტაგრამზე" დღეს ყველაზე ხშირად იძებნება ვაქცინა და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.