მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიციების მოზიდვას ინსტიტუციურად მივუდექით" - თორნიკე ზირაქიშვილი განახლებულ სტრატეგიაზე

5f1d8ca79eb29
ინგა მურუსიძე
26.07.20 17:36
1340
"ინვესტიციების მოზიდვის საკითხს ინსტიტუციურად მივუდექით" - ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა "FORBES კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ სააგენტომ covid-19-ის გამო შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. 

„პროცესი გასულ წელს დაიწყო, როცა IFC-ისთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ახალი ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან ინსტიტუციურად მივუდექით ინვესტიციების მოზიდვას. გვინდოდა, განგვესაზღვრა თუ რისი განვითარება შეგვიძლია და რომელია ის სექტორები, რომლის განვითარებაც გვსურს. IFC-ს როლი იყო გამოცდილების გაზიარება. შვქმენით პრაქტიკული დოკუმენტაცია, რომლის იმპლემენტაციაავც ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მან.

გადაცემის წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვას - რას გამოარჩევს განახლებული სტრატეგიიდან, თორნიკე ზირაქიშვილი შემდეგ პასუხს სცემს:

„აღარ მივდივართ მარტო კაპიტალურად ტევად სექტორებზე, ჩვენ მივდივართ სხვა უპირატესობების მომტან სექტორებზე. შეუძლია მას შემოიტანოს ახალი ინფორმაცია ქვეყანაში, შეუძლია ქვეყანაში გადმოიტანოს ახალი სამუშაო ძალა. სექტორები ყველა ექსპორტზე ორიენტირებულია და მაღალი დასაქმების მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს იყო ერთი დიდი ცვლილება, რაც სტრატეგიაში ჩავდეთ. არის 450 კომპანია - ყველასთან ინდივიდუალური შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ შემდგარა. არის კომპანიები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და გამოდიან კონტაქტზე, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ გამოდიან კონტაქტზე. ყველა კომპანია უკვე დაყოფილია სექტორების მიხედვით და შერჩეული გვყავს ამა თუ იმ სექტორში წამყვანი კომპანიები. ახლაც ჩვენი გუნდი ზის და ფიქრობს, კიდევ რომელი კომპანია შეიძლება დაინტერესებული იყოს გაფართოებით, რომელი შეიძლება დაინტერსდეს ჩვენი ბაზრით და ა.შ.".