18.სექტემბერი .2019 10:05

"ინვესტიციების შემცირების მიზეზი შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელი პასიურობა იყოს"

views 523
უკან

“ინვესტიციების ძალიან დიდი ნაწილის შემცირების მიზეზი შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელი პასიურობა იყო”- ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ განაცხადა. პერტაია FDI-ის შემცირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა მისი თქმით, ამ პროცესში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინვესტიციის მოზიდვიდან, იმ დრომდე, სანამ სტატისტიკის ეროვნული სამსახური მას აღრიცხავს, გარკვეული დრო არსებობს, შესაბამისად, პერტაიას თქმით, შესაძლოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში რამდენიმე წლის წინ არსებულმა პროცესმაც იქონიოს გავლენა.

“ბევრს ავიწყდება ის, რომ ინვესტიციის მოზიდვიდან იმ მომენტამდე როცა სტატისტიკის სამსახური მას აღრიცხავს როგორც ინვესტიციას, შეიძლება იყოს წელიწადი, წელიწადნახევარი. საკმაოდ დიდი ფანჯარაა. სანამ ინტერესი გაჩნდება, მერე სანამ წინამოსამზადებელ სამუშაოებს გააკეთებს, მერე ღრმა კვლევას დაიწყებს, მერე მიდის პარტნიორთან... პროცედურა დიდ ხნიანია. მაგალითად, როცა ჰიდროენერგიაზე ვლაპარაკობთ, იქ საერთოდ შეიძლება 1 წელიც გრძელდებოდეს. აქედან გამომდინარე დღეს იმაზე საუბარი, რომ რაღაც საშინელება ჩავიდინეთ და ამიტომ ინვესტიციები შემცირდა, არასწორია. ინვესტიციების ძალიან დიდი ნაწილის შემცირების მიზეზი შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელი პასიურობა იყოს”-აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა