მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორები გადაწყვეტილებას კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობის საფუძველზე იღებენ"

5fd0d280d0bff
ინგა მურუსიძე
09.12.20 20:55
879
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც bm.ge-ს სავაჭრო პალატიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, ასევე განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები.

„ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით, კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გადასახადების და ასევე, კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს, ბიზნეს და განათლების სისტემას შორის მოთხოვნა-მიწოდება აცდენილია. ჩვენი მიზანია, რომ მოთხოვნა-მიწოდების თანხვედრა მოხდეს შრომის ბაზარზე.

ამ პროცესში კი, სავაჭრო პალატამ გარკვეული როლი უნდა შეასრულოს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა პალატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დავიწყებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის იგეგმება უნარების სააგენტოს დაფუძნება, რომელიც იქნება წამყვანი სააგენტო პროფესიული განათლების კუთხით", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

პროფესიული განათლების კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Skills4Jobs-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

კვირეულში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.