მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორებს ინვესტიციის ოდენობასთან ერთად დასაქმების ვალდებულებაც ექნებათ“

6030e103c9b6c
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 14:12
1125
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს დღეს პარლამენტში დეპუტატებმა კითხვა დაუსვეს, თუ როგორ აპირებს ახალი ეკონომიკური გუნდი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლი საგრძნობლად გაუარესებულია.

როგორც ცნობლია, გუშინ საქსტატმა უმუშევრობის ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 20.4%-მდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში უმუშევრობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა, ხოლო 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობის ზრდა 3.4 პროცენტული პუნქტი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, თუკი 2019 წელს დასაქმებულად 1.278 მილიონი ადამიანი ითვლებოდა, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1.199 მილიონამდე შემცირდა.

თურნავა ამბობს, რომ გასაკვირი არ არის რომ უმუსევრობის მაჩვენებელი გაუარესებულია, რადგან ეს არის პანდემიის შედეგი. რაც შეეხება გეგმას, თუ როგორ აპირებს მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას, თურნავა პასუხობს, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი საინვესტიციო პიორბებში ინვესტორებისათვის სამუშაო ადგილების შექმნის ვალდებულება იქნება.

„ყველა ჩვენს ეკონომიკურ პროგრამაში, მათ შორის უცხოური ინვესტიციების წამახალისებელ პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ პრივატიზაცია სადაც ხდება საინვესტიციო პირობებით, ყველგან არის წამოწეული ეს საკითხი და მომავალში იქნება დასაქმების ვალდებულება. იმდენად რამდენადაც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის პოტენციური ინვესტორი, იმდენად შეღავათიანი და მხადამჭერი მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან. პირდაპირ არის ეს ასახული. არამარტო ინვესტიციის ოდენობა, არამედ დასაქმების ოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვაი კრიტერიუმი იქნება ჩვენთვის ინვესტორთან ურთიერთობისას“-განაცხადა ნათია თურნავამ.