მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორს რატომ უნდა აინტერესებდეს ის, რომ შოთა რუსთაველი გვყავდა" - რაულ აგიკიანი

60367d1683e06
BM.GE
24.02.21 20:20
1091

“მეორე ლოქდაუნის შესახებ ბიზნესებისთვის ერთი დღით ადრე გამოცხადება არ შეიძლებოდა, მსგავსი ნაბიჯები ბიზნესს კლავს", - ამის შესახებ ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა რაულ აგიკიანმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც აგიკიანმა განმარტა, დღეს ახალი ინვესტორის შემოსვლაზე აღარ არის საუბარი და მათ უნდა მოვუფრთხილდეთ, ვინც ქვეყანაში ამჟამად საქმიანობს.

“დღეს ქვეყანაში ერთი ფანჯრის პრინციპი არ არის. არსებობს პროექტები, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს, ხოლო ბიუროკრატია იზრდება. ინვესტორს რატომ უნდა აინტერესებდეს ის, რომ შოთა რუსთაველი გვყავდა, ეს ჩვენი ისტორიაა და მორჩა. მას აინტერესებს გამარტივებული, დაჩქარებული პროცედურები, ასევე ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკა.” - განმარტა აგიკიანმა.

მან აქცენტი ასევე საჯარო სამსახურებში ფულადი რესურსების დაზოგვაზეც გააკეთა.

“მცირე მთავრობა გვინდა, რადგან ნაკლები ფულადი რესურსი დაიხარჯება. არ მჯერა, რომ კვალიფიციური კადრი თუ სამინისტროში არ შევინახეთ, ის კერძო სექტორში ადგილს ვერ იპოვის.
კერძო სექტორში რომ კვალიფიციური კადრები არიან, მსგავსი საჯარო სექტორში ბევრი არ არის. კერძო სექტორში თავის დამკვიდრება და გატანა რთულია და ამას როდესაც ადამიანი ახერხებს, ის უფრო კონკურენტუნარიანია", - აღნიშნა აგიკიანმა.