მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება"

5e4babac45ecd
BM.GE
18.02.20 13:12
1074
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მღთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია.


„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“ , - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრებთან ერთად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრება.