მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანი კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს"

5f27dd0bcd103
ნათია თაქთაქიშვილი
03.08.20 14:12
733
ირანის მათვრობა კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს და ის ოფიციალურ მონაცემებზე სამჯერ მეტია. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი Persian Service Investigation-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მთავრობის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 20 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 42,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14,405-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებელიც ოფიციალურ მონაცემებზე ორჯერ მეტია და 278,827-ის ნაცვლად, 451,024-ს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, ირანი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნაა კორონავირუსის პანდემიის გამო და გასულ კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა უწყვეტად იზრდებოდა.

ლეტალური შემთხვევების მიხედვით, ყველაზე მეტად ირანის დედაქალაქი თეირანია დაზარალებული, სადაც კორონავირუსით 8,120 ადამიანი გარდაიცვალა.

3 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 309,437 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 17,190, ხოლო გამოჯანმრთელდა 268,102 ინფიცირებული.