მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანის 2 მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტირება დღეს ჩაუტარდება" - ინფექციურის დირექტორი

5e5104188e0fa
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 14:45
1022
"ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 2 ირანელს კორონავირუსზე ტესტირება დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე - დედა და ორი მოზადი შეიყვანეს. ირანელები ქალაქი ყუმიდან არიან, სადაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები და გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულებიდან მაღალი სიცხე მხოლოდ ორ მოზარდს აქვს. მოზარდების დედას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

„ჩვენთან გაფორმდა მხოლოდ 2 პაციენტი - 8 და 13 წლის მოზარდები. ჩატარებული გამოკვლევებით ორივეს შემთხვევაში პნევმონია გამოირიცხა, სხვა კლინიკური გამოკვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმის არის. მოსულები არიან ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩაატარებენ ტესტირებას კორონავირუსის ახალ ვირუსთან დაკავშირები. A და B ტიპის გამოირიცხა. ამ ეტაპზე პაციენტები გადიან მეთვალყურეობას და მკურნალობას. დედა ინფიცირებული არ არის, მაგრამ ვინაიდან იმყოფებოდა კონტაქტში მოზარდებთან, აქედან გამომდინარე, დედაც ჩვენთან გადის მეთვალყურეობას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.