მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისე გადადგა, ამ საქმის გაკეთება ვერ მოვასწარით “ - პაპაშვილი გახარიას აფასებს

604612e509356
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.21 16:00
4139
Forbes Talks-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობა შეაფასა. "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელმა გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდი (2013-2016 წწ) გაიხსენა და თქვა, რომ მისი ეკონომიკის მინისტრობის და პრემიერმინისტრობის დროს ის საკითხები ვერ გადაწყდა, რომლის მოგვარებასაც ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში გიორგი კვირიკაშვილთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან კომუნიკაციისას ერთად ცდილობდნენ.

კერძოდ, ბოლო რამდენიმე წელია, ლაშა პაპაშვილი რძის პროდუქტების დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პერიოდში, ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტიც მოამზადა, მაგრამ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო და ინიციატივა ჩავარდა.

"ბიზნესსექტორში გიორგი გახარიაზე ამბობენ, რომ ბიზნესის ენა კარგად ესმოდა, მაგრამ საქმეში რამდენად გამოიხატებოდა ეს, თუ უფრო დაყვავებული საუბარი იცოდა და თანაგრძნობა გამოსდიოდა?", - ჰკითხა ბიზნესმენს bm.ge-ის მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ.

"ალბათ ასე იყო... კარგად ჩამოაყალიბეთ. ხშირად ვყვები ერთ მაგალითს, რომ მისი ბიზნესომბუდსმენობის დროს ერთად დავდიოდით კვირიკაშვილთან და ქუმსიშვილთან ერთი თემის თაობაზე - გახარიამ იცოდა რძის დღგ-ის და რძის პროდუქტების სუბსიდირების საკითხი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი შედეგს ვერ მივაღწიეთ. ვეუბნებოდი, ხომ გახსოვს გიორგი, მეუბნებოდა, რომ - კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე გადადგა თანამდებობიდან, რომ ვერ მოვასწარით ამ საქმის გაკეთება“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.



ლაშა პაპაშვილი „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“ ქმნის