მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი მსხვილი ჰესები, რომლებიც გარდატეხას შეიტანს, ალაბთ 2020 წელს ვერ შევა ექსპლოატაციაში"

5e22e35387e27
დავით ჯალაღონია
18.01.20 16:00
1318
ენერგეტიკოსის გია არაბიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ "შუახევი ჰესი" ექსპლოატაციაში შეიდა და ქვეყანას კარგი ჰიდროლოგია ჰქონდა, საქართველოს იმაზე მეტი იმპორტირებული ელექტროენერგია არ დასჭირდება, ვიდრე – 2019 წელს.

„ისეთი მსხვილი ჰიდროსადგურები, რომლებიც გარდატეხას შეიტანს, ალაბთ 2020 წელს ვერ შევა ექსპლოატაციაში. შევა მთელი რიგი სადგურები. ერთადერთი მსხვილი სადგური, რომელიც ჩვენ შემოგვეშველება ადგილზე გენერაციით, ეს იქნება „შუახევი ჰესი“, სადაც უკვე დამთავრდა გვირაბის ის პრობლემები, რაც ჰქონდა და ნელ-ნელა იწყებს წყლის აღებას და ა.შ, ამიტომ „შუახევი ჰესი“ თუ შემოგვიერთდა, ამით გარკვეული შეღავათი იქნება.

გარდა ამისა, გაზის პრობლემიდან გამომდინარე, თუ ჩვენ შევძელით გარკვეული დარეგულირება სოციალური გაზისა, ანუ გატარების პროცენტი და რაოდენობა თუ გაიზარდა, „გარდაბანი 1“ და „გარდაბანი 2“ სადგურების სრული დატვირთვა შეგვიძლია და აი ამ ბალანსებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, რომ იმპორტის რაოდენობას მინიმიზაცია გავუკეთოთ, მაგრამ იმპორტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვსპობთ, რადგან კაცმა არ იცის, როგორი ჰიდროლოგია იქნება 2020 წელს. ენერგეტიკულად ასეთი მშრალი პერიოდი არ მახსოვს, როგორც 2019 წელი იყო“, – განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.

შემცირებულია ექსპორტიც - 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა.