ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლების წინ დაანონსებული გაზსაცავის პროექტის შეცვლაზე მუშაობს. რა მოცულობის გაზსაცავით ჩანაცვლდება პროექტი, ეს გეგმა სამინისტრომ მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა წარადგინოს.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ სახელწმიფოს გაზსაცავის პროექტის განხორციელება წლების წინ ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდა, რადგან ახლა ფასები გაორმაგებულია. არაბიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ პროექტის ხარჯთეფექტური ვარიანტი უნდა შეარჩიოს, რომელიც ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული იქნება.
“ასეთი უბედო პროექტი როგორიც გაზსაცავია ენერგეტიკაში დიდი ხანია არ მახსოვს.დღევანდელი სიტუაცია ვიცით, თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო, ძალიან სერიოზული მიზნებისათვის დაიხარჯა. დარჩა ძალიან მცირე, 30 მილიონამდე თანხა. დღეს მნიშვნელოვანია ეს პროექტი ხარჯთეფექტიანი იყოს. ადრეც, როცა 150 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, მაშინ სხვაგვარი ფასები და და სიტუაცია იყო, მაშინაც 50-80 მილიონის დამატება სჭირდებოდა საქართველოს მხრიდან.
დღეს თითქმის გაორმაგებულია ფასები. დაახლოებით 1000 კუბური მეტრი თითქმის მილიონ დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, აუცილებელია ამ ძველი პროექტის განახლება და მისი ხარჯთეფექტიანობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღება”, -აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
ცნობისთვის: თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გაზსაცავის მოცულობა, დაახლოებით, 210-280 მილიონი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო, მასში კი საქართველოს წლიური მოხმარების 15% შეენახათ. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტად მაშინ 250-300 მილიონი დოლარი სახელდებოდა. ამასთან, გაზსაცავის დაფინანსებისთვის GOGC-მა გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (KFW) 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი 2018 წლის აგვისტოში მოაწერა, თუმცა 2020 წელს სესხის ძირითად ნაწილს - 120 მილიონ ევროს დანიშნულება შეეცვალა და ის ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადამისამართდა. მთავრობამ ეს თანხა პანდემიასთან ბრძოლისთვის აითვისა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება