მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი სერვისები, რომელიც ჰოსპიტალური სექტორისთვის შემოსავლიანია, შეჩერდა"

60265677695dd
ლიკა გურაბანიძე
12.02.21 21:45
747

“ჯანდაცვის სექტორმა კრიზისი მეტნაკლებად კარგად მართა,” - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა. კობახიძის თქმით, სექტორის შემოსავლები შემცირდა, რასაც საკმაოდ ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

“ელექტროენერგია გაგვიძვირდა, ასევე, როგორც ყველა ბიზნეს სექტორს. ლარის კურსის არასტაბილურობა ჩვენც შეგვეხო. იცით, რომ საჭირო მასალებზე იმპორტდამოკიდებულები ვართ. ასევე იმპორტირებული მასალების მოხმარება გაათმაგდა, რაც ჩვენზე აისახა.

საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით გეგმიური სტაციონალური სერვისების დაპაუზება მოხდა. ისეთი სერვისები, რომელიც ჰოსპიტალური სექტორისთვის შემოსავლიანია, შეჩერდა, რაც 2020 წელს სამედიცინო სექტორში რიცხობრივ მაჩვენებლებზე კრიტიკულად აისახება” - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიაში შეძლეს ის, რომ 2020 წელს თანამშრომლებისთვის ხელფასები არ შეუმცირებიათ.