05.სექტემბერი .2019 23:50

"ისინი შეუპოვრები და ყურადღებიანები არიან’’ - იაპონელი მილიარდერი ბიზნესს ქალს გადააბარებს

views 1948
უკან

Uniqlo- ს ქსელის მფლობელობაში არსებული საცალო იმპერიის Fast Retailing-ის დამფუძნებელს ტადასი იანაის თავისი ბიზნესის ქალისთვის გადაბარება სურს. ამის შესახებ იაპონიის უნდიდრესმა მამაკაცმა ამერიკულ ბიზნეს-პორტალ Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა.

"ეს, აღმასრულებელი დირექტორის სამუშაო ქალებისთვის უფრო შესაფერისია, ისინი უფრო შეუპოვრები არიან, ამას გარდა ყურადღებიანები ყველა დეტალზე და აქვთ ესთეტიკის გრძნობა’’- განაცხადა მილიარდერმა.

Forbes- ის მიხედვით, ტადასი იანაი იაპონიის ყველაზე მდიდარი მამაკაცია. ხოლო მსოფლიოს მდიდარი ადამიანების რეიტინგში მას 41-ე ადგილი უკავია. იაპონელი ბიზნესმენის ქონება 22.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ტადასი იანაის ორი ვაჟიშვილი ჰყავს, მისი ოჯახი Fast Retailing-ის 44% -ს ფლობს.

აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა მაკი აკაიდას გადააბარონ. ის წელს იაპონიაში Uniqlo- ს უფროსად დაინიშნა.


ამას გარდა, როგორც იაპონელი მილიარდერი აცხადებს, მისი დიდი სურვილია Fast Retailing- ში ქალი ტოპ მენეჯერების რაოდენობის 50% -ით გაზარდოს.