მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისრაელის მაგალითის მოყვანა არის წამგებიანი" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციაზე

603d16f119f6c
თამთა ჯიჯავაძე
01.03.21 20:29
2778
შესადარებლად ისრაელის მაგალითის მოყვანა არის წამგებიანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელმაც დააფინანსა Pfizer-ის წარმოება და ის იყო თავად ჩართული რეალურად ვაქცინის წარმოებაში.

„ისრაელის მაგალითის საქართველოს მაგალითად მოყვანა, არის ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად მოჰყვას ისრაელი და ის მინისტრები, რომლებიც თურმე ისრაელში ისხდნენ, კარვები ჰქონდათ გაშლილი და ამით მიაღწიეს იმას, რომ დღესდღეობით ამ ქვეყანას ვაქცინა აქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მწარმოებლებს ესაუბრებოდა და დღესაც ესაუბრება, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა შეძლოს ქვეყანამ ვაქცინის მიღება.