მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისთ ფოინთი" - მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო გადაწყვეტილებები ვიცოდეთ წინასწარ

5fbe81c8901e1
BM.GE
25.11.20 20:11
861
ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ რითეილის სექტორს გვეხება ვიცოდეთ წინასწარ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მკაცრი რეგულაციები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს, არის გარკვეულწილად გადარჩენის გზა.

„გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები. პრინციპში, ამ კონსულტაციებს ჩვენ პანდემიის დასაწყისშივე ვადევნებდით თვალს და ვიყავით მონაწილეები, თუმცა არის მეორე ტალღა და ძალიან ინტენსიური კონსულტაციებია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ რითეილის სექტორს გვეხება ვიცოდეთ წინასწარ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი. განიხილება გარკვეული მკაცრი შეზღუდვები, რომელზეც, ბიზნესის გადმოსახედიდან პირველი რეაქცია არის თითქოსდა მიუღებელი, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, პირველ რიგში, როგორც ადამიანებს, რომ საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად მერე ირიბადაც აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვების გარეშე, ამიტომ ეს დროებითი, თუნდაც მკაცრი, გარკვეული დამატებითი რეგულაციები ისევ არის გარკვეულად გადარჩენის გზა,“- განაცხადა თეიკო ლომინაძემ.