მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს" - 6 ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

629df4d8c8fa2
BM.GE
06.06.22 16:33
1206
6 ბიზნეს ასოციაცია - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს საბანკო ასოციაცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ მთელი ძალისხმევა იქნას მიმართულ ევროინტეგრაციის პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის და გაიმართოს კონსულტაციები როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესია. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.

ევროპის კონტინენტზე არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელიც სამივე ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივას განსაზღვრავს.

ჩვენს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, ეს ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში მივმართავთ, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს აღნიშნული განცხადება მიაწოდოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.