მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IT და მობილური ოპერატორები ბანკებს კონკურენციას გაუწევენ" - ნიკა ქურდიანი

5e3a70940cb4b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.20 21:46
2893
“თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო ექსპერტების ასოციაციისთვის მიცემულ (smebanking.news) ვრცელ ინტერვიუში, ფინანსურ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებისა მნიშვნელობასა და არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სულ მალე IT და მობილური ოპერატორები ფინანსურ სექტორში ბანკებს კონკურენციას გაუწევენ.

როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, ტექნოლოგიების განვითარებამ ყველა სფეროში ახალი მოთხოვნები გააჩინა, იქნება ეს საბანკო თუ ტექნოლოგიური სფეროები. მომხმარებლის მოთხოვნები ამ ტექნოლოგიების კვალდაკვალ იცვლება, რისთვისაც აუციელებლია საბანკო მომსახურების სწრაფი ადაპტირება.

„მომხმარებლები გადადიან ციფრულ არხებზე. ამიტომ ბანკებმა უნდა დააკორექტირონ და თავისი მომსახურების ტრანსფორმაცია უნდა მოახდინონ. გარდა ამისა, ტრადიციული ბანკები, წინააღმდეგობას არამხოლოდ ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, არამედ ტექნოლოგიურ სფეროში მოქმედ კომპანიებთანაც აწყდებიან, პირველ რიგში ეს მობილურ ოპერტორებს ეხება, და არა მხოლოდ. თუ ბანკები არ მოახდენენ „დიგიტალიზაციას“, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური ინსტიტუტებისთვის „ბექოფისის“(მხოლოდ საბაზისო მომსახურების შეთავაზებით) ფუნქციას შეასრულებენ.

ეს საშუალო ბანკებისთვის შესაძლოა კარგიც იყოს, რადგან მათ მომსახურების თანამედროვე მიმწოდებლებად ქცევისთვის საკმარისი თანხები არ აქვთ. მაგრამ ბაზრის ლიდერი ბანკები, იმისთვის რომ ზედაპირზე იყვნენ ფინანსური ტექნოლოგიების შესყიდვისა, ან შექმნისთვის საკმაო რესურს ფლობენ“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

კითხვაზე, რამდენად სწრაფად მოხდება IT კომპანიებისა და მობილური ოპერატორების მიერ საფინანსო სექტორში სერვისების შექმნა და გახდებიან თუ არა ისინი ბანკების კონკურენტები, ნიკა ქურდიანი ამბობს: „დიახ, ვინაიდან ეს გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები აფართოებენ თავის მომსახურებას და მომხმარებელს ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ. რადგანაც ისინი მომხმარებლის აურაცხელ რაოდენობას ემსახურებიან, მათ კლიენტების მომსახურება მოწესრიგებული აქვთ, შეუძლიათ მომხმარებლის ქცევის ანალიზის გაკეთება და ფინანსური მომსახურების ბაზარზე საინტერესო გადაწყვეტილებების შემოტანა. ეს იქნება საინტერესო და ბანკებისთვის არც ისე მარტივი კონკურენცია“.