მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის მსტოვარმა შემოგვითვალა, თუ დავეთანხმებოდით რომ თითქოს რაღაცა დავაშავეთ, მოხდებოდა გარიგება"

5eb1a98e98531
თამთა ჯიჯავაძე
05.05.20 21:54
6184
ჩვენ ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მსტოვარმა შემოგვითვალა, რომ თუ დავეთანხმებოდით რომ თითქოს ჩვენ რაღაცა დავაშავეთ, მოხდებოდა გარიგება, – ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის „მსტოვარს“ არ შეხვედრია, თუმცა, როგორც კი შესაბამისი გზავნილი მიიღო, „იმავე წუთში ის ადამიანი იქნა გასტუმრებული, გასაგები პასუხით“.

კითხვაზე, რა გარიგებას სთავაზობდა ივანიშვილი ხაზარაძეს, „ლელოს“ დამფუძნებელმა უპასუხა:

„არ დაიწყებდნენ ჩვენზე სასამართლო დევნას, საპროცესო გარიგებას და ა.შ... ანუ უნდა მეღიარებინა ისეთი რაღაცა, რაც არ გამიკეთებია ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მათ ასე უნდოდათ, მე უნდა მევლო თვალებდახრილი. ეს არ გამოვა, იმიტომ რომ მე შეცდომის აღიარების არ მეშინია“.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შუამავალი თანამდებობის პირი არ იყო, – „ბევრი ადამიანი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს ისეთი, რომელთაც თანამდებობა არ აქვთ, მაგრამ ქვეყანას მართავენ“.

„ეს მმართველობის სისტემა, ეს მახინჯი სისტემა, საბჭოური, 90-იანი წლების რუსული მმართველობის სისტემა ჩვენს ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ქვეყნის სათავეში უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები, განათლებულები, გულანთებულები“, – განაცხადა ხაზარაძემ.