მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივლისში ბიზნესის ნდობის ინდექსი 17.6%-ით გაუმჯობესდა - “თიბისი კაპიტალი"

5f51d9c4cf5b8
ლიკა გურაბანიძე
04.09.20 10:36
831

“როგორც მოსალოდნელი იყო, მარტი-ივნისის შემდეგ, როდესაც ეკონომიკამ ეტაპობრივად გახსნა დაიწყო, დავინახეთ, რომ დინამიკა დადებითი და პოზიტიურია” - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც მერი ჩაჩანიძე განმარტავს, მშპ-ს 5.5%-იანი ვარდნა ივლისში, წინა თვესთან შედარებით, გაუმჯობესებული მონაცემია.

“ჯამურად(მშპ-ის) შვიდი თვის ფაქტიური შედეგი - მინუს 5.8%-ია და მოლოდინი გვაქვს, რომ შემდგომ თვეებში ეს გაუმჯობესება კიდევ გაგრძელდება, ხოლო საბოლოო ჯამში მშპ-ს შემცირება 5-5.1%-იან კლებაზე დაჯდება” - აღნიშნა ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის ნდობა, რომელიც ივლისში მნიშვნელოვნად, დაახლოებით 17.6%-ი პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

“ბიზნესის ნდობის ფაქტორი ივლისში გაუმჯობესებულია… ამ ნდობის ფაქტორს ძალიან ბევრი რამ განსაზღვრავს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კურსი და მისი შედარებითი სტაბილურობა. ეს დომინოს ეფექტით მთლიანად ბიზნეს სექტორზე პოზიტიურად აისახა.

საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ აგვისტოს რიცხვები მნიშვნელოვნად თუ არა მაინც გაუმჯობესდა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ სექტემბრიდან ეს ტენდენცია მეტად გაუმჯობესდება", - განაცხადა “თიბისი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა.