27.აგვისტო .2019 13:00

"იწყება პროცესი, რომლის მიზანიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მძევლად აყვანაა"

views 185
უკან

„TV პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15 საათზე ჩანიშნულ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.
P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
არ გამოვა!!!
ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!!“ - წერს წერეთელი.

ცნობისთვის, პროკურატურა ავთანდილ წერეთლისგან გირაოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს. BMG-ის მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. უწყებაში ამბობენ, რომ მოთხოვნილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ავთანდილ წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საქმეზე ძიება დასრულებულია და ახლა ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს.
შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა