მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იყო დარჩენილი რამდენიმე საკითხი, მაგრამ გაპრობლემდა ჩვენი გახსნა"- ფიტნეს კლუბი "ოქტოპუსი"

5efb5762c1d73
სალომე მეცხვარიშვილი
30.06.20 23:00
1851
ძირითად საკითხებზე შეთანხმებული ვართ, იყო დარჩენილი რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო ეპიდემიოლოგებთან, მაგრამ ფაქტია, რომ გაპრობლემდა ჩვენი გახსნის დრო,- ამის შესახებ bm.ge-ს ფიტნეს კლუბ “ოქტოპუსის” დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, ზარალი უკვე საკმაოდ დიდია, ახალ რეალობაში კი ხარჯები კიდევ უფრო ეზრდებათ, ამიტომ მათთვის რთულია პროგნოზირება, გაიზრდება თუ არა ფასები მომხმარებლებისთვის ფიტნესცენტრების გახსნის შემდეგ.

“უკვე ძალიან დიდი ხანია მომზადებულები ვართ, ბუნებრივია, გვქონდა კიდეც სახელმწიფოსთან კომუნიკაცია. შეგვიძლია, სავარჯიშო სივრცეში გადავანაწილოთ სავარჯიშო ტრენაჟორები და ინვენტარი ისე, რომ დაცული იყო სოციალური დისტანცია. გავაკეთოთ ბარიერები ისე, რომ დაცული იყო სოციალური დისტანცია. ასევე მზად ვართ, დავაშოროთ გასახდელები, ნაწილი დავლუქოთ და აქაც სოციალური დისტანცია გავითვალისწინოთ და ყველა რეგულაცია გავითვალისწინოთ, რომელიც ფიტნეს სფეროს გახდის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად.

ჩვენი სფერო 4 თვეზე მეტია დაკეტილია და დიდი ზარალი გვაქვს დაგროვილი. პლუს გახსნის შემდეგ გვექნება მომატებული ხარჯი და ამის გათვალისწინებით შემოსავლის ზედა ზღვრის დაწესება, როგორიც არის 8 კვადრატული სივრცის განსაზღვრა ერთი ადამიანისთვის, არის ძალიან მტკივნეული ფიტნეს კლუბებისთვის. ჩვენი თხოვნაა, რომ ეს 8 კვ.მ. შემცირდეს 6 კვადრატულზე, რაც საერთაშორისო სტანდარტია”,- აცხადებს გიორგი ასათიანი.