მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იყო მითი, რომ ქართველი კაცი აკვა-აერობიკაზე არ ივლიდა, თუმცა, ახლა ეს ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა"

6104ed37e0b38
მარიამ იზორია
31.07.21 13:00
1017
„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სარეაბილიტაციო და სპა-გამაჯანსაღებელი სივრცის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც სალომე ყვავილაშვილი აღნიშნავს, ამ პერიოდის მანძილზე „თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს“ ახალი სერვისები დაემატა, მათ შორის მამაკაცების აკვა-აერობიკაც. მისივე თქმით, მოთხოვნა ყველა პროცედურაზე მაღალია, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში.

„4 წლის განმავლობაში გაფართოებასა და განვითარებას მუდმივად ვცდილობთ, დავამატეთ სამედიცინო მიმართულებები, ამბოლატორიულ სპექტრში ყველა ექიმ-სპეციალისტი გვყავს, კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებით განვაახლეთ, აღვადგინეთ ძველი ტრადიციული ბალნეოპროცედურებიც, როგორიცაა მკურნალობა ბუნებრივი ტალახით, რაც შეეხება ახალ მიმართულებას, დაახლოებით 1 წლის წინ აქვა-აერობიკა მამაკაცებისთვისაც დავამატეთ, აქამდე ხელმისაწვდომი მხოლოდ ქალებისთვის იყო, თავდაპირველად ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ. იყო მითი, რომ ქართველი კაცი აკვა-აერობიკაზე არ ივლიდა, თუმცა, ახლა ეს ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, მეტიც, მოთხოვნიდან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოები გვაქვს და კიდევ ორი აუზს ვამატებთ, რადგან კაცებს ეს მიმართულება მეტი დოზით შევთავაზოთ“, - ყვება სალომე ყვავილაშვილი.

„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელმა კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამედიცინო უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, დაახლოებით ერთ წელიწადში კი ხელმისაწვდომი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის 130-ნომრიანი სასტუმროც იქნება.

ცნობისთვის, „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი", რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი პროცედურების სრულ სპექტრს სთავაზობს, „მეიდან ჯგუფმა“ 4 წლის წინ შეიძინა.