24.ოქტომბერი .2020 13:55

"იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქება ერთ-ერთ სოფელში"

views 4931
უკან

იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ქვემო ქართლში შემთხვევები გაიზარდა.

“საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა