მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სისტემა ჩანასახოვან პერიოდში იმყოფება, კორონავირუსი გამოწვევაა“ - მინისტრი

5fca28a3589e4
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 16:21
776
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი საქართველოსთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ მან უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ირწმუნება, რომ სისტემის მომზადების კუთხით უწყებას დრო არ დაუკარგავს და დღესაც მის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

„ეს არის გამოწვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჩანასახოვან პერიოდში იმყოფება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას, როგორც მოქალაქეებთან, ასევე, მედია საშუალებებთან, რათა დროულად ამოვიცნოთ და ვაღიაროთ ყველა ის საჭირო პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს; მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ.

დრო ნამდვილად არ დაკარგულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში ერთი დღით და ერთი საათით არ შემწყდარა მუშაობა, რომ ჩვენ მოვმზადებულიყავით დღევანდელი დღისთვის. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ვირუსმა 38 ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა.