ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობაში ჩართვას იწყებს. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ შეიძინა ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი თურქეთში, რომელთაგან ორი უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა.
გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, 3-3 გენერატორი დამონტაჟდება ბათუმის და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში, ხოლო დარჩენილი გენერატორები სხვა კლინიკებს მიეწოდებათ.
ნათია თურნავას თქმითვე, დღიურად, საქართველოს კლინიკები 80 ტონა სამედიცინო ჟანგბადს მოიხმარენ და ამ მოცულობის 90% ადგილობრივი წარმოებით იფარება.
"პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დავეხმარეთ ჟანგბადის საწარმოებს, რომ ახალი დანადგარები დაემონტაჟებინათ ან მწყობრიდან გამოსული დანადგარები შეეკეთებინათ. გარდა ამისა, თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი გენერატორი შევიძინეთ, თითო აწარმოებს დღეში 1 ტონა ჟანგბადს. ორი აპარატი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დარჩენილი დანადგარები გადანაწილდება სხვა კლინიკებში. ასევე, ხელი შევუწყვეთ კერძო კლინიკებს, რომ თავად შემოეტანათ გენერატორები“, - ამბობს თურნავა.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის ხელშეწყობის კუთხით ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა