კომპანია “ჯეო-ნათსის” დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ “საქმიან დილაში” თხილის წლევანდელ მოსავალზე საუბრისას განაცხადა, რომ გასულ წელთან შედარებით მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მისი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით თხილის მოსავალი გაორმაგებულია. ასევე, გაუმჯობესებულია თხილის ხარისხი.
"დაახლოებით, 1000 ტონაზე მეტი თხილია მიღებული, გადამუშავებული და ექსპორტზე გაგზავნილი. შარშანდელთან შედარებით თხილის 2-ჯერ მეტი მოსავალი გვაქვს. პროდუქციას ისეთ იტალიურ კომპანიას ვაწვდით, როგორიც “ფერეროა” და ეს თხილის ხარისხს ხაზს უსვამს. მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ საექსპორტო ათეულში მესამე, მეოთხე პოზიცია დავიბრუნოთ. მოსავლის ზრდასთან ერთად როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსაყვანად მზად არიან. ეს საშუალებას იძლევა, რომ ქართული თხილის ხარისხი ევროპაში მოწინავე რიგებს დაუბრუნდეს", - განმარტა ბელქანიამ.
“ჯეო-ნათსის” დირექტორის თქმითვე, ის წელს თხილის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად ფასზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ვერ მოხდება.
“თურქეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც თხილის დიდ რაოდენობას აწარმოებს და მას, ჯერჯერობით, კონკურენციას ვერ ვუწევთ, ასევე, ის მსოფლიოში ფასის განმსაზღვრელია და რა ფასსაც თურქეთი დაადგენს, შესაბამისად, საქართველოშიც ის ფასი იქნება”, - აღნიშნა ჯენერ ბელქანიამ.
ცნობისთვის: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული კვირის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 81%-ით აღემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის