მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ განგაშის ეტაპს შორის“ - თამარ გაბუნია

5f5a3bdb30339
ინგა მურუსიძე
10.09.20 18:47
576
საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მწვანედან შუალედური განგაშის ზონაში გადაინაცვლა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ  განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ყველა ქვეყანა სხვადასხვა მოდელით ითვლის მონაცემებს და საქართველოს თავისი ეპიდემიოლოგიური მოდელი აქვს.

„ჩვენს შემთხვევაში 10 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე არის მწვანე ნიშნული. დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10 და 10.2, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულწილად გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელი ზონა. ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე, რიცხვებში გამოდის 370-დან 1100 შემთხვევა, რაც ორი კვირის განმავლობაში თუ გვექნება, უკვე არის ყვითელი.

100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, წითელი ზონაა და ამ შემთხვევაში უკვე მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება იქნება საჭირო. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის“, - განაცხადა გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.