მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ" - გამყრელიძე

60d05f8b6a20b
ინგა მურუსიძე
21.06.21 13:54
795
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC ჯერჯერობით პირბადის მოხსნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით, ანუ არამდგრადი სტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ.

„ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-500-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭო იღებს.