30.იანვარი .2020 16:20

"ჯერ უნდა მოვისმინოთ ანაკლიის კონსორციუმის შეთავაზება, როგორ ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს"

views 354
უკან

პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რა შეთავაზება აქვს ანაკლიის კონსორციუმს, იმისთვის, რომ ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ მათგან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. პრაქტიკულად ეს უკვე არის საარბიტრაჟო დავის პროცესი. იუსტიციის სამინისტრო ამ პროცესში უკვე იქნება აქტიურად ჩართული და შემდეგ ჩვენ გვექნება კომუნიკაცია როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ისე ყველა დაინტერესებულ მხარესთან. პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოზიცია, თუ რაში ხედავს ის რესურსს და მათ შორის რა შეთავაზება აქვს კომპანიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს, რომელსაც ასევე კონსორციუმი იწყებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის კონსორციუმი მთავრობას შეხვდება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა