მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი" თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს

5e74ac327fee9
BM.GE
20.03.20 15:41
1211
ეროვნული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს – ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისია და ამიტომ ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

"შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია", - განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.