მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემის გამო აეროპორტში ავარიულად დაეშვა

6134e0789d50a
ელენე გოგბერაშვილი
05.09.21 19:09
1213

"ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფირნავი ტექნიკური გაუმართაობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი ვენის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა და დაშვებას ვერ ახერხებდა.

ტვ პირველთან ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ე.წ შასი არ დაიხურა, შესაბამისად პილოტმა დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო.

"შასი არ დაიხურა. ტექნიკური გაუმართავობაა. აფრინდა და შასი ანუ ბორბალი არ შევიდა შიგნით, შესაბამისად პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო აეროპორტში, რათა გამოეძახებინათ სპეც სამსახურები, რომ დაედგინათ შასი რატომ არ დაიხურა"-განაცხადა რომან ბოკერიამ.

მისი თქმით, ხომალდის ავზი სავსე იყო საწვავით, რა პირობებშიც ვერ მოხდებოდა ხომალდის დასმა, ამიტომ პილოტმა საავიაციო საწვავის დაცლა განახორციელა.

ბოკერიას თქმით, ავიაკომპანიას მისი სამწლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში მსგავსი პრობლემა არ შექმნია. ის ამბობს, რომ ტექნიკური შემოწმების შემდეგ დადგინდება, რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული თვითმფრინავით ავიარეისების განხორციელება.

რაც შეეხება მგზავრებს, როგორც ბოკერია ამბობს, კომპანია უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ფრენას  შემოწმების გავლის შემთხვევაში იგივე ხომალდით ან სხვა ბოინგით.