მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი", Bitfury, "რუსთავის ფოლადი": კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

613f5b0d7f2fb
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.21 22:00
1292
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. 2021 წლის პირველ 7 თვეში ქვეყანამ სულ 7.83 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. მოხმარებული ელექტროენერგიის მატება ქვეყანაში გააქტიურებულ ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს.

სტატისტიკის მიხედვით, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ ელექტროენერგიას "ჯორჯიან მანგანეზი" და მის შემადგენლობაში შემავალი “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” მოიხმარს, რომელმაც 714 მილიონი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია მიიღო, რაც მთლიანად საქართველოს ელექტრომოხმარების 9.1%-ს შეადგენდა.

“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.

1. "ჯორჯიან მანგანეზი/ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 714 მილიონი კვტსთ;
2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 237.5 მილიონი კვტსთ;
3. "რუსთავის აზოტი" - 157.9 მილიონი კვტსთ;
4. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 111.8 მილიონი კვტსთ;
5. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 106.1 მილიონი კვტსთ;
6. "რუსთავის ფოლადი" - 104 მილიონი კვტსთ;
7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 83.7 მილიონი კვტსთ;
8. "ჯი თი ემ გრუპი" - 62.8 მილიონი კვტსთ;
9. "ჯეოსთილი" - 61.5 მილიონი კვტსთ;
10. "RMG Copper" - 42.5 მილიონი კვტსთ.