მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი": ჩვენი დარგი ფაქტობრივად კრიზისშია

5ddfea1e40964
მარიამ ადამია
29.11.19 09:00
1276
"ჩვენი დარგი რთულ პერიოდში, ფაქტობრივად კრიზისშია, თუმცა მომზადებულები ვართ და ჩვენს თანამშრომლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდსაც", - ამის შესახებ Bm.ge-ს "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა.

"ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ვცდილობთ დავძლიოთ ეს რთული პერიოდი ბიზნესში, პირველ რიგში კი, გვინდა თვითღირებულების შემცირება. მოგეხსენებათ, საქართველო არ გამოირჩევა არც იაფი მუშახელით და არც იაფი ელექტროენერგიით, რაც ძირითადი ელემენტებია ჩვენი თვითღირებულების, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიაში არ გათავისუფლებულა არცერთი თანამშრომელი და ვცდილობთ დავიწყოთ ახალი პროექტები, დავნერგოთ ინოვაციები, გავძლიერდეთ და მომავალი წლიდან მეტ წარმატებებს ველოდებით", - აღნიშნა "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ფარგლებში, "ჯორჯიან მანგანეზმა" ტექნიკურ გადაიარაღებაში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელა - კომპანიამ ახალი თაობის TEM-2 და TEM-2-U ტიპის, 814 ცხენის ძალის მქონე ორი თბომავალი შეიძინა, ხოლო მაღაროებში მოპოვებული მადანი, თბომავლების მეშვეობით შემკრებ მოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ზესტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ ელმავლების საშუალებით მოხდება.