2 ივნისს, 19:30 სთ-ზე "ჯპს კლუბის" მორიგი მასტერკლასი "ჰილტონ გარდენ ინში" გაიმართება.
მასტერკლასს კონსტანტინე მათითაშვილი ჩაატარებს თემაზე - "ბოტოქსი და ფილერი - თანამედროვე ტენდენციები და ასაკისთვის შესაბამისი პროცედურები".
მასტერკლასზე დასწრებას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული; დასწრების საფასური - ჯპს ბარათის 30 ქულა.
"ჯპს კლუბი" ეს არის კომპანიის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯპს-ს ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს, მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიძინონ საჭირო უნარები პროფესიული ზრდისთვის.
(რ)