მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯპს კლუბის" მორიგი მასტერკლასი "ჰილტონ გარდენ ინში" 2 ივნისს გაიმართება

6474880359974
BM.GE
29.05.23 15:48
353
2 ივნისს, 19:30 სთ-ზე "ჯპს კლუბის" მორიგი მასტერკლასი "ჰილტონ გარდენ ინში" გაიმართება.

მასტერკლასს კონსტანტინე მათითაშვილი ჩაატარებს თემაზე - "ბოტოქსი და ფილერი - თანამედროვე ტენდენციები და ასაკისთვის შესაბამისი პროცედურები".

მასტერკლასზე დასწრებას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული; დასწრების საფასური - ჯპს ბარათის 30 ქულა.

"ჯპს კლუბი" ეს არის კომპანიის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯპს-ს ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს, მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიძინონ საჭირო უნარები პროფესიული ზრდისთვის.

(რ)