„სადღაც 1.5 წლის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, კაცნობრიობა იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც მე და თქვენ ყველგან ვმოძრაობდით, დავდიოდით და ვმოგზაურობდით, 1.5 წელიწადში დაუბრუნდება.
თუ წელს ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული... დაახლოებით, 8 მლრდ ვაქცინაა შეკვეთილი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ და ეს 4 მლრდ ადამიანის ვაქცინაციისთვისაა გათვლილი, თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენ მაინც დაგვჭირდება ნიღბის ტარება, დისტანცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.