“მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე შენგელია #BMGDRIVE-ში „მაკდონალდსისა“ და მსოფლიოში არსებული გამოწვევებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ სწორი მიდგომის დანერგვით კომპანია ამ გამოწვევებისთვის თავის არიდებას ახერხებს.
„კადრების დეფიციტის კუთხით მსოფლიო და სხვა კომპანიები როგორი გამოწვევების წინაშეც დგანან, ასეთი გამოწვევების წინაშე ჩვენ არ დავმდგარვართ, იმიტომ რომ მაკდონალდსია. ეს ბრენდი არის გარანტია ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ აქ სხვა სამუშაო სივრცეა, სხვა მოლოდინები, განვითარება და დინამიკა.
კადრების შენარჩუნებისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი გვაქვს, პირველ რიგში სამუშაო გარემო და გრაფიკი, რომელიც მათზეა მორგებული, თითოეულ მათგანს ვაძლევთ შანსს, რომ ფინანსური წახალისების, ტრენინგებისა და სწავლის ხარჯზე მაქსიმალურად განვითარდნენ,“ - განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ.
მისივე ცნობით, „მაკდონალდს საქართველომ“ რეგიონში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროდუქციის მოწოდების გარკვეული გადაწყობა მოახდინა.
„ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი სწორედ მაგაში ჩანს, რომ იმ საბოლოო შედეგს, რომელიც რეგიონში დადგა, ანუ ოკუპანტი ქვეყნის საშინელ ომს უკრაინაში, არ დავლოდებივართ და ბევრად ადრე დავიწყეთ სხვა მომწოდებელი ბაზრების მოძიება, ევროპელ მომწოდებლებთან კონტაქტი და ა.შ.
ჩვენ ისედაც არ ვყოფილვართ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულები, უბრალოდ აქ მთავარია, რომ ის მომწოდებლების წარმადობა, რომლებიც რუსეთსაც აწვდიდნენ პროდუქციას, შემცირდა და ამ შემთხვევაშიც ჩვენ გადაწყობა მარტივად მოვახერხეთ.“ - განმარტავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი