მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაფე-ბარების ნაწილს დენი და გაზი ჩაუჭრეს"

5e7a38ea9e151
ნინი ლონგურაშვილი
24.03.20 22:15
1211
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე BMG-სთან ამბობს, რომ კაფე-ბარები დიდი პრობლემის წინაშე დგანან და 4 ათეულს გაზი და დენი უკვე ჩაუჭრეს. ისინი შესაბამისი კომპანიებისგან შეღავათებს ითხოვენ.

“არსებულ რეალობაში დღეს, ბევრ კაფე-ბარს პრობლემები აქვს, რადგან შეუწყდათ ვალდებულებით ოპერირება. აქედან გამომდინარე შეექმნათ პრობლემა კომუნალურებთან დაკავშირებით. არანაირ მოლაპარაკებებზე არ მოდიან, არც “თელასი” და არც “თბილისი ენერჯი” მიუხედავად ჩვენი მხრიდან კომუნიკაციისა.

არც გადანაწილებას გვთავაზობენ, არც გადავადებას და უარი გვაქვს საკუთარი დეპოზიტების გამოყენებაზეც. საკითხში სექტორმა უკვე ჩავრთეთ ენერგოობდუსმენი, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ჩაერთვება პროცესში, ასევე მოლაპარაკება გვქონდა ბიზნესომბუდსმენთანაც.” - აცხადებს BMG-სთან შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

რაც შეეხება გადასახადს, როგორც BMG-სთან შოთა ბურჯანაძე ამბობს, ყოველთვიური გადასახადი ობიექტიდან გამომდინარეა: 

“კომუნალურის გადასახადი ობიექტიდან გამომდინარეა, თვეში შესაძლოა იყოს 4 000 ლარიც კი. ერთ-ერთ ობიექტს მაგალითად 18 000 აქვს გადასახდელი.“