19.სექტემბერი .2020 23:50

"კამუსია“ - კონკრეტულ ადამიანთან მიმსგავსებული თოჯინების ბიზნესი

views 714
უკან

ბრენდი „კამუსია“ მომხმარებლებს კონკრეტული ადამიანის გარეგნობისა და სტილის მიხედვით, ინდივიდუალურად შექმნილ თოჯინებს სთავაზობს. როგორც „კამუსიას“ დამფუძნებელმა ლიკა ქობალიამ BM.GE-ს განუმარტა, თოჯინები მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ფოტოების მიხედვით მზადდება, მსგავსება კი უზრუნველყოფილია ისეთი დეტალებით, როგორებიცაა: სამოსი, აქსესუარები, ვარცხნილობა.

ლიკა ქობალია აღნიშნავს, რომ „კამუსიას“ თოჯინები ძირითადად ნაჭრისგან მზადდება. მისი განმარტებით, პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია და როგორც წესი, სასაჩუქრედ გამოიყენება.

„კამუსია“ დაახლოებით 3 წელია, რაც ფუნქციონირებს. მსურველებს თოჯინის შეკვეთა ონლაინ შეუძლიათ. ლიკა ქობალია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სტანდარტული თოჯინის ღირებულება 180 ლარია, თუმცა აქსესუარების სირთულის მიხედვით, შესაძლოა ფასი 5-20 ლარით გაიზარდოს. ამასთან, მისივე განმარტებით, როგორც წესი, თოჯინა შეკვეთიდან 10 დღეში მზადდება, თუმცა არის დაჩქარებული შეკვეთის შესაძლებლობაც, რაც ფასზე აისახება.

ლიკა ქობალია აღნიშნავს, რომ „კამუსია“ საზოგადოების მხრიდან ინტერესს პანდემიის ფონზეც ინარჩუნებს და ამ მხრივ, პრობლემას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მასალის მოძიება წარმოადგენდა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლიკა ქობალიამ საექსპორტო პოტენციალი გაოყო და თქვა, რომ სურთ „კამუსია“ საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა