მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს ვაკეთებთ" - სოფლის მეურნეობის მინისტრი

6479b57e29642
გიგა ბენია
02.06.23 13:49
471
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. როგორც ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. სრულდება 12 პუნქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით შემიძლია გითხრათ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი წლის ფარგლებში მაქსიმალური პროგრესი ვაჩვენოთ.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებშიც ჩვენ არაერთი პროგრესი გვაქვს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.