მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს" - პაატა იმნაძე აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე

5fa923f8e114e
ინგა მურუსიძე
09.11.20 15:32
2469
"ნებისმიერი სახის თავყრილობა, ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, თუ არაა დაცული ელემენტარული წესები - პირბადე და დისტანცია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა და დასძინა, რომ თავყრილობის სახელს მნიშვნელობა არ აქვს. 

ის გამოეხმაურა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას და თქვა, რომ წესების დაცვა აუცილებელია.

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა ექიმების მხრიდან განმარტებების გაკეთება ეპიდემიის ფონზე საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლის რისკებთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე პასუხისმგებელია და  სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს. ეს არის ჩემი პასუხი", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის: მსგავს კითხვაზე პასუხი გუშინ ამირან გამყრელიძემ და თენგიზ ცერცვაძემაც არ ისურვეს.