საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმის შედეგად, საქართველო 7 სააუზო დაიყოფებიან და თითოეული აუზისთვის სააუზო მართვის გეგმა შემუშავდება.
აღნიშნული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობასა და მის გამოწვევებზე "GGU ჯგუფის" ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა "ანალიტიკაში" სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა დასავლურ ქვეყნებში საკმაოდ წარმატებით მუშაობს და მისი ამოქმედება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ის რესურსების მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს. თუმცა როგორც სულხანიშვილი აღნიშნავს, არსებობს იმის რისკიც, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს პროცესი დროში გაჭიანურდეს, რაც თავისთავად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
"ეს კანონი იქნება გამოწვევა. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული, რომ კანონის აღსრულება ვერ მოხერხდება მყისიერად, ეს ყველამ იცის. ამ ეტაპზე განსაზღვრულია, რომ ის 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, შესაძლოა, ამ ვადებმა გადაიწიოს. ამ ეტაპზე მთავარია, კანონი მივიღოთ და დავიწყოთ მუშაობა. ამას მოჰყვება კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ეს არის წესები, ტექნიკური რეგლამენტები.
რაც შეეხება სააუზო მართვას, ეს არის გამოცდილი, დასავლურ ქვეყნებში უკვე კარგად დანერგილი პრაქტიკა და აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რადგან სააუზო მართვის პირობებში შესაძლებელია, როგორც წყალმომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება, ასევე იქ არსებული ეკოსისტემების სასიცოცხლო პირობების უზრუნველყოფა. ეს საერთო ჯამში, რესურსის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. გამოწვევები, რა თქმა უნდა, იქნება. მაგრამ ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში არ ვართ მარტო. ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისეთი, როგორებიცაა USAID, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ევროპული სტრუქტურები, საქართველოს ძალიან დიდ დახმარებას უწევენ", - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
"GGU ჯგუფის" ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეფორმის გატარება ბიზნესისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს, რომელთა შესრულებაც როგორც ბიზნესის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარების საფუძველია.
"რასაკვირველია, გარკვეული ვალდებულებები შემოდის, რაც თან ახლავს მდგრად ეკონომიკას, ე.ი. მდგრად ბიზნესს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის ხაზი რაც გაქვს, ამასთან ერთად უნდა იფიქრო გარემოსდაცვით და სოციალურ თემებზე, რაც საბოლოოდ მდგრად ბიზნესს ქმნის. დროა, საქართველოში ბიზნესმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რადგან როდესაც ბიზნესი უშვებს მდგრად, ევრო ობლიგაციებს, ის ვალდებულია წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში და ასევე საჯარო რეპორტი თავისი გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებლის შესახებ და რაც მთავარია, იგი კომპანიაში ნერგავს უკვე ამ ჩვევას, ამ მიდგომასა და საუკეთესო პრაქტიკას", - აღნიშნავს სულხანიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი