მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაპიტალ სითი" გორში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს - ინვესტიცია ₾12 მლნ

63d1180588ff9
ნინო ჩიბჩიური
25.01.23 15:51
1205
გორში, სპორტკომპლექსთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსები შენდება. ₾12 მილიონიანი ინვესტიციით აშენებულ კორპუსებში კვ.მ.-ის ღირებულება 550 დოლარიდან იწყება. კომპანია დაინტერესებულ პირებს, 10%-იანი წინასწარი შენატანით შიდა განვადებასაც სთავაზობს.

ობიექტი შპს კაპიტალ სითი დეველოპმენტს ეკუთვნის, რომელიც გორში 2022 წლის ივნისში დაფუძნდა. მისი მფლობელი დავით სტეფანიშვილია, რომელიც კიდევ 4 კომპანიის წარმომადგენელია (მეწილე/დირექტორი).

საცხოვრებელი კომპლექსი გორში, თამარ მეფის ქუჩაზე აშენდება და ჯამში 140 მოსახლეზეა გათვლილი.

კომპანიის წარმომადგენლების გათვლებით მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება, სადაც 30 ადამინის დასაქმება იგეგმება.